მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით სასამართლოებში მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა. 2022 წლის 19-27 აპრილის ჩათვლით 2252 მომხმარებელი გამოიკითხა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია 2022 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაიმართა.
✓ გამოკითხულთაგან სასამართლოს სრულად ენდობა 1571 პირი (გამოკითხულთა 69.8%),
✓ სასამართლო სრულად დამოუკიდებელია 1446 გამოკითხულისთვის (64,2%),
✓ 1610 გამოკითხულის შეფასებით (გამოკითხულთა 71,5%) მოსამართლეები არიან კომპეტენტურები და კვალიფიციურები,
✓ 1612 რესპონდენტი კმაყოფილია სასამართლოს მომსახურებით ( 71,6%)
✓ 1525 გამოკითხული პირისთვის სასამართლო სისტემაში არ არის კორუფცია (რაც შეადგენს რესპონდენტთა 67,7%-ს)
სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების მიხედვით - „სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის კვლევისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“, ჩატარდა.