ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა

30 აგვისტო 2012

2012 წლის 1 სექტემბრიდან დისციპლინური საჩივარი (განცხადება) აუცილებელია წარმოდგენილი იყოს დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

 

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე. იგი ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში. ფორმას თან ერთვის მისი შევსების ინსტრუქცია.

 

დისციპლინური წარმოებისათვის სპეციალური ფორმის არსებობა, ხელს შეუწყობს ეფექტური და ხარისხიანი დისციპლინური წარმოების განხორციელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმის პრაქტიკაში გამოყენების შედეგად, მისი ეფექტურობის ანალიზისა და შემოსული რეკომენდაციების საფუძველზე ფორმის სრულყოფა, რის გამოც დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმასთან დაკავშირებით შეკითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტს ნომერზე (+995 32) 227-31-12 ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე council@hcoj.gov.ge

 

http://hcoj.gov.ge/ge/distsiplinuri-samartaltsarmoeba/rogor-shevitanot-distsiplinuri-sachivari