როგორ შევიტანოთ დისციპლინური საჩივარი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება.

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხდება მხოლოდ მოსამართლის ქმედების შეფასება დისციპლინური სამართალწარმოების წესით. აღნიშნული ვერ შეცვლის სასამართლო აქტს და გავლენას ვერ იქონიებს მასზე.

ნებისმიერ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მოსამართლემ ჩაიდინა რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა, უფლება აქვს საჩივრით (განცხადებით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საჩივარი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის სახელზე და პასუხობდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. საჩივარი (განცხადება) წარმოდგენილ უნდა იქნას როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. მისი წარდგენა შესაძლებელია ასევე, ელექტრონული ფორმით.


დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) შევსების ინსტრუქცია

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ელექტორნული ფორმა