სიახლეები
-
2015 წლის 7 აპრილს, გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 7 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახსნის.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
2 აპრილი 2015 -
პროექტ "მაკულიტერატურა"-ს აქციაში საქართველოს იუსტიცის უმაღლესმა საბჭომაც მიიღო მონაწილეობა
"დედამიწის საათის" დღესთან და "პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში პროექტი "მაკულიტერატურა" აქციას მართავს, აღნიშნულში საქართველოს იუსტიცის უმაღლესმა საბჭომაც მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში შეგროვილი ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები და ჟურნალ-გაზეთები ახალ წიგნებში გადაცვალეს. 500-ზე მეტი დასახელების ჩამონათვალიდან შერჩეულ წიგნებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბავშვთა სახლებს გადასცემს და მათ ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
2 აპრილი 2015 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის უმთავრესი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვის გაცნობა, მედიის წარმომადგენლებისგან პრობლემურ საკითხების იდენტიფიცირება - მათი გადაწყვეტის გზების ძიება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა იყო.
19 მარტი 2015 -
09 მარტი 2015
2015 წლის 11 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 11 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საერთო სასამართლოების მოსამართლეთთათვის დანამატის გაცემისა და სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტებისთვის ბიუჯეტის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
9 მარტი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2015 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
6 მარტი 2015 -
ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
4 მარტი 2015