საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 15 ივნისის სხდომაზე, საბჭოს მდივნის - ლევან მურუსიძის წარდგენით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სსიპ-ის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით დაინიშნა შოთა ქარჩავა.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალედებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. დეპარტამენტის, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილებაა: სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ - ტქნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად ფინანსების განკარგვა; სასამართლოების სათანადო შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფა; სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალკური რესურსების ხარჯვის შემოწმება; სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სხვა ღონისძიებების შესრულება;