სიახლეები
-
შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან
5 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე.
5 დეკემბერი 2017 -
04 დეკემბერი 2017
ინფორმაცია!
2017 წლის 5 დეკემბერს დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ნაცვლად წინასწარ გამოქვეყნებული 15:00 საათისა დაიწყება 13:00 საათზე.
4 დეკემბერი 2017 -
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა
სასამართლო სისტემის რეფორმის მე-4 ეტაპის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 3-4 დეკემბერს, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საქმეთა ნაკადის მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები; დისციპლინური სამართალწარმოება და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ორდღიანი ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ევროკავშირი, ევროსაბჭო, აშშ-ის საელჩო, USAID, PROLoG), ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
4 დეკემბერი 2017 -
01 დეკემბერი 2017
2017 წლის 5 დეკემბერს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 5 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
1 დეკემბერი 2017 -
29 ნოემბერი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
29 ნოემბერი 2017 -
25 ნოემბერი 2017
მოსამართლეობის კანდიდატთა ბიოგრაფიები!
ვაქვეყნებთ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს მოსამართლეობის იმ კანდიდატების შესახებ, რომლებიც დაშვებულ იქნენ 2017 წლის ოქტომბრის თვის მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე. ნებისმიერ
25 ნოემბერი 2017