ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო ამოქმედდა 2005 წლის 15 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 126 მოსამართლეა. დღეისათვის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 26, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 50 და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში - 41 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 497 საშტატო ერთეულით.