ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფიო გაგნიძე

სოფიო გაგნიძე

სოფიო გაგნიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 12 მარტს ქ. თბილისში.

განათლება

1997 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-12 საშუალო სკოლა.

2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეცილობით.

2003 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

2003 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2011 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლი მსმენელი.

2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში გაიარა სასწავლო პრაქტიკა.

2017 წლის 27 ოქტომბრიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

2002-2003 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ოპერატორად.

2003-2005 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.

2005 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტად.

2005-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2014-2017 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.

2017-2019 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.