ზესტაფონის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 2 დეკემბრიდან.
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში 2 მოსამართლეა. მაგისტრატი მოსამართლეები უფლებამოსილებას ახორციელებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 24 საშტატო ერთეულით.