პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1990 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში
განათლება
2007 წელს დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა
2010 წელს გაიარა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსი
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2011 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა - ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია)
2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი
2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა
2017 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული სტნდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში (USAID, PROLOG, EU4Justice, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საქართველოს უზენაესი სასამართლო)
2019 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია (USAID, PROLOG, EU4Justice)
2021 წელს გაიარა ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია)
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2009-2010 წლებში იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული განყოფილების სტაჟიორი
2010 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის და იურიდიული დახმარების პროექტის სტაჟიორი
2010-2011 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორი
2011-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი
2012 წელს იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
2012-2023 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე/მოსამართლის მწერალი თანაშემწე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
2024 წლის დეკემბრიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე