ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.


გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 1 საშტატო ერთეულით.

მოსამართლეები