პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 30 აპრილს ქ. ზუგდიდში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 24 საშუალო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2018 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2019 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების (სისხლისსამართლებრივი ასპექტები) სასწავლო კურსი.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2007-2008 წლებში მუშაობდა შპს "საერთაშორისო მუდმივმოქმედ არბიტრაჟში" სხდომის მდივნად.
2008-2010 წლებში იყო ა(ა)იპ "სპექტრი 2+" იურისტი.
2012 წელს იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის შემცვლელი.
2013 წელს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეოთხე დაწესებულების სოციალური მუშაკი.
2014 წელს იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის შემცვლელი.
2015-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2016 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
2022 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.