პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში
განათლება
1991 წელს დაამთავრა დაბა კოჩუბეის (დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა) საშუალო სკოლა
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე
2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, ხოლო 2004-2005 წლებში უფროსი გამომძიებელი
2005 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად
2005-2006 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე
2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე
2007-2008 წლებში იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი
2008-2019 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე
2019 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე
2019-2020 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია
2024 წლის 24 მარტის მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მეორე ვადით აირჩია