2018 წლის 04 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი III სამუშაო ჯგუფის (ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა) შეხვედრა.
განსახილველი საკითხები:
I. 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების პროცესისა და მიღწეული შედეგების შესახებ მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიის გაცნობა;
II. 3.1.1. აქტივობის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატთა სარეზერვო სიის გაცნობა;
III. 3.3.1 აქტივობის შესაბამისად, მოსამართლეთა პერიოდული შეფასების პროექტის განხილვა;
IV. სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა პერიოდულ შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.