2018 წლის 5 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი III სამუშაო ჯგუფის (ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება) შეხვედრა.
განსახილველი საკითხები:
I. 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების პროცესისა და მიღწეული შედეგების შესახებ მომზადებული ექვსთვიანი ანგარიშის სამუშაო ვერსიის გაცნობა;
II. მომზადებული მასალების/პროექტების განხილვა;
III. სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.