2018 წლის 20 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი I სამუშაო ჯგუფის (სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა) შეხვედრა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიითა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტების განხილვა (იხ. აქტივობები - 1.1.1.6; 1.1.4.1.; 1.1.4.2.);
3. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტების განხილვა (იხ. აქტივობები - 1.1.3.2.; 1.4.1.4.; 1.4.1.5.);
4. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის განხილვა (იხ. აქტივობა - 1.3.1.1.);
5. სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების სამომავლო გეგმებზე შეთანხმება, ამ მიზნით ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება და მათი შესრულების ვადების განსაზღვრა.