ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

34 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა

20 ოქტომბერი 2017

 

2017 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს  საბჭოს წერილობითი განცხადებით.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმარლესი საბჭოს 11-მა წევრმა, სამმა თავი შეიკავა და ხმათა უმრავლესობით 38 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე,  34 მოსამართლე გაამწესა.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტმა განახორციელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით  დადგენილი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მოსამართლეების შესახებ მოიძია ინფორმაცია და ინფორმაციის მოძიების შედეგები 1 თვის ვადაში წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთი თვის ვადაში სრულყოფილად შეისწავლეს მოძიებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები. შესწავლის პროცედურის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებთან ჩაატარა გასაუბრება, ხოლო გასაუბრების დასრულების შემდეგ, ყოველმა წევრმა დამოუკიდებლად შეავსო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.

კენჭისყრის შედეგად უვადოდ შემდეგი მოსამართლეები გამწესდნენ:

1.         ალანია თამარ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

2.         ბურჯანაძე თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

3.         გაბინაშვილი მერაბ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

4.         გელაშვილი დავით - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედას მუნიციპალიტეტში

5.         გველესიანი მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

6.         გვრიტიშვილი დიმიტრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

7.         გოგიაშვილი გიორგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

8.         გოგიჩაშვილი გიორგი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

9.         გორგოძე მაკა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

10.       ენუქიძე მალხაზ - ახალქალაქის რაიონული სასამართლო

11.       ერემაძე მირანდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

12.       ეცადაშვილი თინათინ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

13.       თეთრაული მაია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

14.       თოთოსაშვილი გოგიტა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

15.       კაკაბაძე ვლადიმერ -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

16.       კალიჩენკო ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

17.       კუჭავა ქეთევან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

18.       მამისეიშვილი დავით - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის  საქმეთა კოლეგია 

19.       მეშველიანი ლევან - სამტრედიის რაიონული სასამართლო

20.       მშვენიერაძე ვასილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

21.       ნიკაჭაძე მანანა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში

22.       პავლიაშვილი სპარტაკ - თბილისის სააპელაციო სასამართლო, საგამოძიებო კოლეგია 

23.       სვიანაძე მაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

24.       სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

25.       სულხანიშვილი მაია -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

26.       ფხაკაძე მამია - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

27.       ყანჩელი ეკატერინე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

28.       შენგელია ირაკლი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

29.       ჩიხლაძე თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

30.       ჩხაიძე სიმონ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

31.       წიკლაური ვანო -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

32.       წიქარიძე შორენა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

33.       ჭედია მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

34.       ხოლოაშვილი მარინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა