2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა
XXIX რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა.
მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩიეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები - თემურ გოგოხია და ბადრი შონია მოსამართლე წევრის სტატუსით საბჭოში ოთხი წელი იმუშავებენ.
“მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება თანმიმდევრულია და ზრუნავს სისტემის განვითარებაზე. წარმატებას ვუსურვებ ახალ წევრებს, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი საქმიანობა სასამართლოს კიდევ უფრო დიდ წინსვლას განაპირობებს “,-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
ახალი წევრები უფლებამოსილების განხორციელებას 25 ივნისიდან შეუდგებიან.
კონფერენციას 291 მოსამართლე დაესწრო.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მოსამართლე წევრებს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს და ვასილ მშვენიერაძეს.