2018 წლის 20 იანვარს, 12:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუასქუჩა №19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XXII კონფერენცია. მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე, 1 დღით ადრე მაინც, წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილებისქ. №32.
საკონტაქტო პირი:
გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50.