2015 წლის 13 ივლისს 10 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - ზაზა ხატიაშვილის და ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის წერილები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.