2015 წლის 11 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“; საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვ. ხმალაძის რეკომენდაცია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.