დღეს, 18 მარტს, 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. კენჭი ეყრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსში მონაწილე კანდიდატებს, ასევე განიხილება - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების: მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტის თაობაზე“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი (3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის წესი). დღის წესრიგი.