დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 6 პირი დაემატა. საერთო სპეციალიზაციით ერთი და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ხუთმა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.
2013 წლის 2 მარტის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 2-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 16-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 27 პირმა ჩააბარა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების შეფასების შედეგები
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება მოგვიანებით.