ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2013 წლის 1 თებერვალს 15:00 საათზე საბჭოს სხდომა გაიმართება

30 იანვარი 2013

დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკითხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველი დანაშაულის საქმეებზე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.