დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 2 პირი დაემატა. მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ერთმა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.
2012 წლის 5 მაისის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 2-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 7-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 7 პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცემა 2012 წლის 25 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.