2012 წლის 3 აპრილს 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დანიშვნა. ასევე სხვა საკითხების განხილვა.
იხილეთ თანდართული ფაილი