მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 16-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 16 საპრეტენზიო განცხადებიდან: 9 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 5 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 2- საერთო სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 6-მა გამოსაცდელმა: 4-მა სისხლის სამართლის, 1-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და 1-მა საერთო სპეციალიზაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის 2 აპრილს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 29 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 21,6%-ს წარმოადგენს.