დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 1 პირი დაემატა. მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ერთმა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.
2011 წლის 24 სექტემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 1-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 6-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 9 პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცემა 2011 წლის 15 ნოემბერს.