2011 წლის 24 სექტემბერს ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.
გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 27 გამოსაცდელი, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტური გამოცდა და დააგროვეს 75 და მეტი ქულა.
წერით გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ფურცლები გაიცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 23 სექტემბერს.