მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 14-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 14 საპრეტენზიო განცხადებიდან: 4 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 9 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 1- საერთო სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 7-მა გამოსაცდელმა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის 29 ოქტომბერს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 47 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 47%-ს წარმოადგენს.
განცხადებების განხილვის შედეგი.