მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 9 გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 9 საპრეტენზიო განცხადებიდან: 6 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 2 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 1- საერთო სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა მხოლოდ 2-მა გამოსაცდელმა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2011 წლის 24 სექტემბერს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 27 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 20,1%-ს წარმოადგენს.