დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 1 პირი დაემატა. მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით ერთმა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.
2010 წლის 23 ოქტომბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 12-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 20-მა პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 2010 წლის 22 ნოემბერს გაიცემა.