დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობას 5 პირი დაემატა. საერთო სპეციალიზაციით 2-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ერთმა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით 2-მა გამოსაცდელმა დააგროვა 15 და მეტი ქულა.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.
2010 წლის 26 ივნისის მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 3-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 11-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 17-მა პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 2010 წლის 15 ივლისს გაიცემა.