მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 23-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 23 საპრეტენზიო განცხადებიდან: 13 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 6 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 4 - საერთო სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 8 გამოსაცდელმა: 6-მა სისხლის სამართლის და 2-მა საერთო სპეციალიზაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2010 წლის 30 ოქტომბერს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 46 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 28%-ს წარმოადგენს.