მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 14-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 14 საპრეტენზიო განცხადებიდან: 7 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 5 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 2 - საერთო სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 4-მა გამოსაცდელმა. სამმა სისხლის სამართლის და ერთმა სამოქალქო დაადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2010 წლის 26 ივნისს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 41 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 20,2%-ს წარმოადგენს.