დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობა მხოლოდ საერთო და სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციაში შეიცვალა. საერთო სპეციალიზაციით ერთმა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით 3-მა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.
2009 წლის 5 დეკემბრის მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 3-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 10-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 18-მა პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 2009 წლის 15 დეკემბერს გაიცემა.