მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 6-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 6 საპრეტენზიო განცხადებიდან: 5 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მხოლოდ ერთი - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 2-მა გამოსაცდელმა. 4 გამოსაცდელის საპრეტენზიო განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2009 წლის 5 დეკემბერს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 44 გამოსაცდელი, რაც გამოცდის მონაწილეთა 32,3%-ს წარმოადგენს.