17 და 18 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ. პროცესი 11 საათზე დაიწყება და კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.
17 ივლისს ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.
18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს,გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს მოუსმენენ
მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან.