დაიბადა 1978 წლის 1 მარტს ქ. რუსთავში.
1995 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის №2 საშუალო სკოლა.
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2000 წლის 4 სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს იუსტიციის საბჭოში თავდაპირველად იუსტიციის საბჭოს წევრის აპარატის შტატგარეშე მოსამსახურედ, 1 ოქტომბრიდან კი გადაყვანილ იქნა იუსტიციის საბჭოს წევრის (კ. კუბლაშვილის) რეფერენტის თანამდებობაზე.
2001-2003 წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოს წევრის თ. შარმანაშვილის თანაშემწედ.
2004 წელს იანვრიდან სექტემბრამდე მუშაობდა იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგის თანამდებობაზე.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2005 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი.
2006-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი.
2011 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.