პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 18 ოქტომბერს მარტვილში
განათლება
1997 წელს დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს საშუალო სკოლა
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2009-2022 წლებში გაიარა არაერთი ტრენინგი
სამუშაო გამოცდილება
2003-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში
2005 წელს იყო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე
2010-2014 წლებში იყო იურისტი შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანიაში“
2014-2016 წლებში იყო მანდატურის სამსახურის უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
2016-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი (ხელშეკრულებით) თბილისის საქალაქო სასამართლოში
2017-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე