ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
დაინტერესებულმა პირებმა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოშო (მისამართი: დაბა ხელვაჩაური, დ. აღმაშენებლის ქ. №80) უნდა წარმოადგინონ:ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2011 წლის 26 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, 09:30 საათიდან - 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.