პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1989 წლის 7 აგვისტოს ქ. გორში
განათლება
2007 წელს დაამთავრა ქ. გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2011-2012 წლებში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი
2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიუი ფაკულტეტის მაგისტრატურა
2008 წელს მონაწილეობა მიიღო მართლმსაჯულების ზამთრის სკოლაში
2018-2019 წლებში გაიარა ტრენინგი კონკურენციის სამართალი სამ ეტაპად (ევროკავშირის პროექტი)
2021-2022 წლებში გაიარა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სასწავლო კურსი (HELP)
2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2010-2011 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
2011-2016 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს რეფერენტი
2016-2023 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე/მწერალი თანაშემწე/მოსამართლის თანაშემწე
2024 წლის დეკემბრიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში