ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხატია არდაზიშვილი

ხატია არდაზიშვილი

ხატია არდაზიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 23 თებერვალს, ქ. თბილისში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №173 საშუალო სკოლა.

2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003-2004 წლებში გაიარა იურიდიული კლინიკის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში”.

2004-2005 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2004 წელს გაიარა ადვოკატთა სტაჟირების სრული კურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში.

2005 წელს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში” - ადვოკატად.

2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.

2019 წლის სექტემბრიდან არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი (3 წლის ვადით).