ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა ხომერიკი

ხათუნა ხომერიკი

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1970 წლის 18 დეკემბერს ქ. ოზურგეთში.

განათლება

1988 წელს დაამთავრა ოზურგეთის N 2 საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1991-1994 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად.

1994-2000 წლებში მუშაობდა სს „ქუთპურტრანსის” იურისტად.

2000-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში იურისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის სტაჟიორ-თანაშემწედ.

2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2007 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2007-2012 წლებში იყო ჯერ აბაშის, შემდეგ ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.