პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 18 მარტს ქ. სოხუმში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა სოფელ თაგილონის საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი - სამართლამცოდნეობის სპეციალობით.
2002 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში, მთავარი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე.
2003-2006 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2006 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2007-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2012 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.