ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წერით გამოცდაზე დაშვებულ გამოსაცდელთა საყურადღებოდ

24 ივლისი 2018

წერითი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 28 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში (მის.: წინანდლის ქ. 9). გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 8:00 საათზე და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა.

წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობითი ფორმით.

გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველმა გამოსაცდელმა წინასწარ უნდა მოახდინოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ინფორმირება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე წარდენილ უნდა იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 223599 ან 577 988884, 2018 წლის 27 ივლისის 14:00 საათამდე.