მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასებაზე მიღებულ იქნა 28 საპრეტენზიო განაცხადი.
საერთო სპეციალიზაციით წარდგენილი ერთი განაცხადის ავტორმა დააგროვა გამსვლელი 15 ქულა. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 14 საპრეტენზიო განაცხადიდან გამსვლელი ქულა დააგროვა 6-მა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 13 განაცხადიდან - სამმა გამოსაცდელმა (იხ. სია).