საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების სიას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსმენელობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატების შეჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ დაუსწრებლად. მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიეცა დადებითი შეფასება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასაუბრებაზე მოიწვიოს მხოლოდ, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები.
მიმდინარე კონკურსისათვის სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 15 ერთეულით.