ამჟამად სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული კიდევ 5 მსმენელი სწავლობს.
ცნობილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები
07 აგვისტო 2010
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული 6 მსმენელი ჩაირიცხა: დავით ახალბედაშვილი, ქეთევან მამაცაშვილი, ნინო ნაჭყებია, ბიძინა სტურუა, ბადრი შონია და ეკატერინე ჯინჭველაშვილი. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელები სწავლების 14 თვიან კურსს გაივლიან.