საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად, ჩაირიცხა 5 მსმენელი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა: შოთა გეწაძე, ამირან ძაბუნიძე, შორენა წიქაძე, ლაურა მიქავა და ნინო ყანჩაველი. ისინი სწავლების 14 თვიან კურსს გაივლიან.
ამჟამად სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული 12 მსმენელი სწავლობს.